top of page

სასარგებლო სანელებლები


რამდენად სასარგებლოა სანელებლები ორგანიზმისათვის? ცხარე სანელებლები (მდოგვი, წიწაკა, ცხარე ტომატის სოუსი) აჩქარებენ მეტაბოლიზმის პროცესებს ორგანიზმში და “წვავენ” მიღებული კალორიების თითქმის 10 პროცენტს. მსუქან ადამიანებს ხახვს ჯერ კიდევ ჰიპოკრატეს დროს უნიშავდნენ, ისევე, როგორც ნიორს – ჰიპერტონიტ და გულის სნეულებებით დაავადებულებს. ნიორი და ხახვი ანეიტრალებს ცხიმების მავნე ზემოქმედებას, ასევე, ხელს უწყობს სისხლში თრომბების გაწოვას. ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ცხიმიან საკვებთან ერთად მიღებული 50-60 გრამი ხახვი (ნებისმიერი სახით), 2-3 საათის შემდეგ “ბლოკავს” ცხიმებს. ამიტომ ხახვის თუნდაც ერთი რგოლი ჰამბურგერში, ან ბუტერბროტში, ყოველთვის სასარგებლოა. უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ფერად და არა თეთრ ხახვშია ყველაზე მეტი კვერცეტისი – ძლიერი ანთების საწინააღმდეგო, ანტივირუსული, ანტიბაქტერიული კომპონენტი, რომელიც არ იშლება, თერმული დამუშავების შედეგადაც კი. უკანასკნელი სამეცნიერო კვლევის შედეგად, ნიორს მიაწერენ ისეთ თვისებას, როგორიცაა დაღლილობის მოხსნა და გუნება-განწყობილების მომატება. ყველასათვის ცნობილი კოჭაც წვავს ზედმეტ კილოგრამებს და რეკომენდებულია თრომბოზის სამკურნალოდ. სანელებლების გარეშე ძალზე რთული იქნებოდა გემრიელი კერძების მომზადება – ისინი განსაკუთრებულ გემოსა და არომატს ანიჭებენ საკვებს და ხშირად დომინანტებადაც კი გვევლინებიან. სპეციალისტებმა შეადგინეს ყველაზე სასარგებლო სანელებლების სია. სიის სათავეში აღმოჩნდა დარიჩინი - ეს სანელებელი იმუნიტეტს ამაღლებს, ხელს უშლის გაცივებასა და ვირუსულ დაავადებებს, არეგულირებს სისხლში შაქრის შემცველობას, დაბლა წევს “ცუდი” ქოლესტერინის დონეს და ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკს. მეორე ადგილზე გავიდა პიტნა, რომელსაც არა მარტო პირის ღრუს გამაგრილებელი ეფექტი აქვს, არამედ იდეალურია სტრესული მდგომარეობის, თავის ტკივილის და ნაწლავური აშლილობის დროს. მესამე ადგილი ერგო მუსკატს (ჯავზი), რომელიც აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას, ხელს უშლის კარიესის წარმოქმნას და გვეხმარება უძილობის დროს. კვლიავი, მიხაკი, კურკუმა ასპირინივით მოქმედებენ, ასევე, სასარგებლოა მეტეორიზმის დროს. სასურველია, ტკბილ კერძებსაც დავუმატოთ სანელებლები, ისინი არა მარტო აუმჯობესებენ ფაფის, ნამცხვრის გემოს, არამედ ეხმარებიან ორგანიზმს შაქრის შეთვისებაში. რადგან ეს სანელებლები ასტიმულირებენ ინსულინის გამომუშავებას. კოწახური - აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და ღვიძლის ფუნქციებს, ხელს უწყობს ორგანიზმის დეტოქსიკაციასა და მეტაბოლიზმის ნარჩენი პროდუქტების გამოდევნას. ქინძის თესლი - აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, აქვს ნაღველმდენი ეფექტი, ხელს უწყობს ტოქსინების გამოდევნას. დაფნის ფოთოლი - აქვს მატონიზებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. შესანიშნავი ანტიოქსიდანტია. აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ნახშირწყლოვან ცვლას და გულის კუნთის მუშაობას. რეჰანი - აძლიერებს იმუნურ სისტემას, ზრდის კუნთების ზოგად ტონუსს, ასტიმულებს საჭმლის მონელებას, აუმჯობესებს მადას. ქონდარი - აქვს ანტიმიკრობული თვისება. აძლიერებს სისხლძარღვებს, ხელს უშლის მათში თრომბების წარმოქმნას, აუმჯობესებს ორგანიზმში წყალმარილოვან ცვლას

Comments


Featured Posts
Recent Posts
Archive
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square

პროდუქციის შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 777 999

გამოიწერეთ სიახლეები

© 2023 Herbarium - ჰერბარიუმი

  • Facebook Social Icon
bottom of page