top of page

კოწახური


კოწახურის ნაყოფი სამკურნალოდ პირველად ინდოელებმა გამოიყენეს. მის ნაყენს სისხლის გასაწმენდად სვამდნენ. სამკურნალო თვისებები, ძირითადად, შემადგენლობაში შემავალი ვაშლისა და ლიმონის მჟავების წყალობით გააჩნია.კოწახური მაგრამ მედიკოსების განსაკუთრებულ ინტერესს მასში შემავალი ალკოლოიდი ბერბერინი იწვევს. სწორედ ამ ნივთიერების დამსახურებაა კოწახურის ნაყენის ძლიერი ნაღვლმდენი, მადის აღმძვრელი, სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. თანამედროვე ფიტოთერაპიაში ნაყენი გამოიყენება შარდკენჭოვანი და ნაღველკენჭოვანი დაავადებების, ღვიძლის გადიდების, რევმატიზმის, საშვილოსნოს მიომისა და ალკოჰოლიზმის სამკურნალოდ. ხალხური მედიცინა სამკურნალოდ კოწახურის ფესვებს, ღეროსა და ტოტების ქერქს იყენებს. კოწახურის პრეპარატებს გააჩნიათ სედატიური და მიკრობსაწინააღმდეგო თვისებები. საზღვარგარეთის ქვეყნებში ნაირგვარი სახეობის კოწახურის პრეპარატებს იყენებენ როგორც სისხლდენის შემაჩერებელ, ნაღვლის დენის გამაძლიერებელ და ელენთის გადიდების საწინააღმდეგო საშუალებას, მალარიის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობისას. სასარგებლოა კოწახურის მატონიზირებელი ჩაი, რომელიც შემდეგნაირად მზადდება: ერთ ჩაის კოვზ კოწახურის ფოთოლს ან ნაყოფს ასხამთ ერთ ჭიქა მდუღარე წყალს, აყენებთ ნახევარი საათით და სვამთ დღეში სამჯერ. არსებობს მოსაზრება, რომ კოწახური კიბოს მკურნალობაში გამოიყენება. ბოლო დროის ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ მას სიმსივნის საწინააღმდეგო თვისებები გააჩნია. ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს: აიღეთ კოწახურის ხის დაქუცმაცებული ქერქი – ნახევარი ჩაის კოვზი, დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე, დააყენეთ ერთი საათით და გაფილტრეთ. მიიღეთ 1-2 ს. კ. დღეში 2-3-ჯერ მაინც. ნაყოფის ნაყენი კი ასე მზადდება: 2 ს. კ. კოწახურს ვასხამთ ერთ ჭიქა მდუღარეს და ერთი საათი ვაყენებთ. უნდა მიიღოთ 1-2 ს. კ. დღეში რამდენიმეჯერ. ორივე ნაყენს იდეალური ნაღველმდენი ეფექტი აქვს. რევმატიზმის დროს: აიღეთ ერთი ჩაის კოვზი გამომშრალი და დაქუცმაცებული კოწახურის ფესვი, დაასხით 2 ჭიქა მდუღარე, შეფუთეთ და დაახლოებით 4 საათი გააჩერეთ, შემდეგ გაფილტრეთ. მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში 3-ჯერ. კოწახურს აქტიურად გამოიყენებ კულინარიაშიც ისეთი ხორციანი კერძების შესაკაზმად, როგორიცაა კუპატი, ხინკალი, ქაბაბი და ა.შ ფართოდაა ცნობილი კოწახურის ლიქიორიც. ნაყოფი 5 პროცენტამდე შაქარსა და 6-7 პროცენტ ვაშლის მჟავას შეიცავს. მათგან ამზადებენ მურაბას, ლიმონათს, კანფეტებს, გამაგრილებელ სასმელებს. განსაკუთრებული პოპულარობით კოწახურის კანფეტები გამოირჩევა, ამიტომ ხშირად მას ”კანფეტების ხესაც” უწოდებენ. რაც შეეხება მურაბას, ის შემდეგნაირად მზადდება: კოწახური (1კგ.) გავრეცხოთ და გავაშროთ. მოვადუღოთ სიროფი 700 გრ. შაქრისა და 300მლ. წყლისგან. მოდუღებულ სიროფში ჩავყაროთ კოწახური, მივიყვანოთ ადუღებამდე, შემდეგ გადმოვდგათ გაზქურიდან და გავაჩეროთ 10–12 საათი. ამის შემდეგ მურაბა მოვხარშოთ. მომზადებული ცხელი მურაბა ჩავასხათ სტერილიზებულ ქილებში.

Comentarios


Featured Posts
Recent Posts
Archive
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square

პროდუქციის შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 777 999

გამოიწერეთ სიახლეები

© 2023 Herbarium - ჰერბარიუმი

  • Facebook Social Icon
bottom of page