კივი

კივი შეიცავს ვიტამინებს A, B, B1, B2, B3, B6, C, E, მაგნიუმს, კალიუმს, ნატრიუმს, კაროტინს, ფერმენტებს, მინერალურ მარილებს, ნიკოტინის მჟავას. 1. გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს. ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს, ამცირებს სისხლის ჩაქცევის რისკს, არეგულირებს წნევას. კალიუმის წყალობით კივი არეგულირებს წყალ-მარილოვან ბალანსს ორგანიზმში, რაც დაგიცავთ შეშუპებისგან. 2. დღეში 1 კივი აგინაზღაურებთ ვიტამინ С ვიტამინის სადღეღამისო მოთხოვნილებას - აძლიერებს იმუნიტეტს, იცავს ინფექციური დაავადებებისგან, აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს. 3. პექტინის ნივთიერებები, რომლებსაც შეიცავს კივი, ძალიან სასარგებლოა კუჭ-ნაწლავისთვის. ისინი აჯანმრთელებენ სასარგებლო მიკროფლორას და იწოვენ ნივთიერებათა ცვლის მავნე პროდუქტებს. 4. კივი წარმოადგენს მშვენიერ ფუძეს საჩქარო დიეტებისთვის: ის ნაკლებად კალორიულია, ამასთანავე შეიცავს უამრავ ვიტამინებს და მინერალებს, ხსნის მომატებულ გაღიზიანებას და დაღლილობას. 5. ამ ყველაფრის გარდა, კივი გამოიყენება ანემიის, ათეროსკლეროზის, რევმატიზმის და სხვა დაავადებების დროს.
Comments