top of page

იმუნიტეტის გამაძლიერებელი ინგრედიენტები


იმუნიტეტის გამაძლიერებელი ინგრედიენტები, რომლებიც თქვენს სამზარეულოში მოიპოვება ყველა სამზარეულოში მოიპოვება ისეთი ინგრედიენტები, რომელებსაც იმუნური სისტემის გაძლიერების უნარი აქვთ. მათ რიცხვში შედის ნიორი და თაფლი. ერთი შეხედვით უცნაური კომბინაციაა, თუმცა ის ნამდვილად დაგეხმარებათ იმუნიტეტის ამაღლებაში. მათი ერთიანი სამკურნალო თვისებების მისაღებად საჭიროა შევურიოთ თაფლი დაჭყლეტილ ნიორს. ნივრის დაჭყლეტვისას გამოიყოფა ბუნებრივი ფერმენტები, რაც მისი სამკურნალო პოტენციალის ბოლომდე გამოვლენის საუკეთესო გზაა, ხოლო როდესაც მას თაფლიც დაემატება, მისი მოქმედების ძალა ბევრად გაიზრდება. თაფლი მოგეხსენებათ სავსეა ვიტამინებით, მინერალებითა და ფერმენტებით, ის ასევე არის ანტიოქსიდანტი და ებრძვის თავისუფალ რადიკალებს, ის ასევე შეიცავს წარმოუდგენელი რაოდენობით ნუტრეინებს. ნიორი კი ეხმარება ორგანიზმს გულის ფუნქციის გაუმჯობესებაში, არტერიული წნევის დარეგულირებასა და სოკოვანი ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში. მის ყველაზე მნიშვნელოვან თვისებად მაინც ის ითვლება,რომ ხელს უწყობს იმუნურ სისტემას და ებრძვის გაციებასა და გრიპს. ის რაც ნიორს ასეთ ჯანსაღსა და სასარგებლოს ხდის არის ალიცინი. ინგრედიენტები: ½ ქილა დაუმუშავებელი, სუფთა თაფლი; 8-10 კბილი დაქუცმაცებული ნიორი; მომზადების წესი: ჩაყარეთ დაქუცმაცებული ნიორი მინის ქილაში და დაამატეთ თაფლი. ქილა მოათავსეთ სახლის სამხრეთ ნაწილში ფანჯარასთან. ერთი თვის შემდეგ დაინახავთ, რომ ნიორმა გამოიღო წვენი, ამ დროს ის უკვე მზადაა გამოსაყენებლად.

Comentários


Featured Posts
Recent Posts
Archive
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square

პროდუქციის შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 777 999

გამოიწერეთ სიახლეები

© 2023 Herbarium - ჰერბარიუმი

  • Facebook Social Icon
bottom of page