top of page

ზღვის მარილი


კოსმეტოლოგიაში მარილი ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ინგრედიენტია, განსაკუთრებით, თუ საუბარი მკვდარი ზღვის მარილს ეხება. ამ ზღვაში 26 მინერალური ნივთიერებით მდიდარი მარილია, რომელიც ადუნებს, კვებავს, ააქტიურებს სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას, ეფექტურად გვეხმარება რევმატოიდულ დაავადებებთან და მეტაბოლურ დარღვევებთან ბრძოლაში. ამასთანავე, ანთების საწინააღმდეგო მარილის შემცველი საშუალებები აუმჯობესებენფსორიაზით, ეგზემითა და აკნეთი დაავადებული პაციენტების მდგომარეობას. მარილის შემცველი პროდუქტები შესანიშნავი საშუალებაა დაბერებული კანისთვის. მისგან დამზადებული სქრაბი ყველაზე კარგად მუშაობს. ისინი ასუფთავებენ ფორებს და აშორებენ მკვდარ ნაწილაკებს, ამასთან, აღადგენენ ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას, აუმჯობესებენ კანის ელასტიურობას, აშორებენ მიმიკურ ნაოჭებს. მოდუნებული კანის გაახალგაზრდავებისთვის რეკომენდებულია ზღვის მარილით პირის დაბანა და ნიღბის გაკეთება. აურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობის თაფლი, ხაჭო,წვრილმარცვლიანი ზღვის მარილი, შემდეგ წაისვით სახესა და ყელზე. 5 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. თქვენი კანი ელასტიური და ხავერდოვანი გახდება. მარილის შემადგენლობაში შემავალი ნივთირებები: კალციუმი ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას, თავიდან გვაცილებს ინფექციებს და გამოჰყავს ტოქსინები. ასევე, ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს კუნთების მუშაობაში, ძვლებისა და შემაერთებელი ქსოვილის შენებაში, სისხლის შედედებაში. კალიუმი არეგულირებს უჯრედში წყლის ბალანსს, აუმჯობესებს ცვლით პროცესებს, ხელს უწყობს უჯრედების ზრდას. კალიუმის ნაკლებობა იწვევს სპაზმებს, სისხლის მიმოქცევის დარღვევას. მაგნიუმი ადუნებს კუნთებს, ხსნის ალერგიას. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნივთიერებათა ცვლაში, ორგანიზმის მიერ სხვა მინერალური ნივთიერებებისა და ვიტამინების ათვისებაში. ბრომი პოზიტიურად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ამშვიდებს მას. თუთია აძლიერებს იმუნიტეტს. ამასთან, ის ამუხრუჭებს დაბერებას, ებრძვის სებორეასა და ქერტლს. რკინა ხელს უწყობს ქსოვილების ჟანგბადით გაჯერებას. იოდის გარეშე სათანადო დონეზე ვერ მუშაობს ფარისებრი ჯირკვალი და იმუნური სისტემა. მარილში შემავალი გოგირდი იცავს კანს სხვადასხვა ინფექციებისგან. ფოსფორი უჯრედების საშენი მასალაა. სელენს ანტიოქსიდანტური თვისებები გააჩნია და ორგანიზმს იცავს კიბოსა და უჯრედული დაზიანებებისაგან. სპილენძი აუცილებელია სისხლის წარმოქმნის პროცესისთვის. მისი დეფიციტის დროს ვითარდება ანემია.

Comments


Featured Posts
Recent Posts
Archive
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square

პროდუქციის შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 777 999

გამოიწერეთ სიახლეები

© 2023 Herbarium - ჰერბარიუმი

  • Facebook Social Icon
bottom of page