top of page

გოგრა


ბეტა-კოროტინის შემცველი გოგრა ეხმარება ორგანიზმის უჯრედებს ააწყონ და შეინარჩუნონ ერთმანეთში სწორი კომუნიკაცია, რაც უმნიშვნელოვანესია იმუნური სისტემის სწორი ფუნქციონირებისთვის. თუ არ გიყვართ გოგრა, მიირთვით ნებისმიერი სხვა ნარინჯისფერი ბოსტნეული, თუნდაც სტაფილო და გახსოვდეთ, რომ რაც უფრო მუქი ნარინჯისფერია ბოსტნეული, მით უფრო მეტია მასში ბეტა-კორატინი. გოგრა შეიცავს ვიტამინების მთელ კომპლექსს და განსაკუთრებული კი მასში არის ვიტამინი K (რომელიც სისხლის შედედებაზე მოქმედებს) და იშვიათი ვიტამინი T (რომელიც მკვეთრად აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, გვეხმარება მძიმე საკვების მოენლებაში და გვიცავს გასუქებისგან). გოგრაში რკინა ვაშლზე დიდი რაოდენობით შედის (ამიტომ კარგია დაბალი ჰემოგლობინის დროს). კალიუმის დიდი რაოდენობა კი განაპირობებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაცვას და აგრეთვე გვიცავს შეშუპებისგან. გოგრა დაბლა წევს გლუკოზის დონეს სისხლში. ის არის ნაღველმდენი, შარდმდენი, იცავს კუჭის ლორწოვანას. მასში შემავალი დიდი რაოდენობით კაროტინის შემცველობა კი დადებითად მოქმედებს ჩვენს მხედველობაზე. გოგრას გამოყავს ტოქსინები და ცუდი ქოლესტერინი ჩვენი ორგანიზმიდან. გოგრა ხსნის ღებინების სპაზმებს და გამოიყენება ზღვის დაავადებისა და ტოქსიკოზის დროს. გოგრის წვენი ამშვიდებს და აუმჯობესებს ძილს. გოგრა ამაღლებს მამაკაცურ ძალას. გოგრის თესლი არის უებარი ანტიპარაზიტული საშუალება. გოგრა ანელებს დაბერების პროცესს. ის გამოიყენება კოსმეტოლოგიაში, როგორც ანთებსაწინააღმდეგო და კანის უჯრედების გამაახალგაზრდავებელი საშუალება. გოგრა შეიცავს სულ 23 კკალ. და მისგან შეიძლება უამრავი დიეტური კერძის მომზადება. მგონი საბოლოოდ მივხვდით, რატომ არის გოგრა“ღმერთების საკვები“ ისიამოვნეთ ამ მზისფერი პროდუქტით და იყავით ჯანმრთელები!

Comentários


Featured Posts
Recent Posts
Archive
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square

პროდუქციის შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 777 999

გამოიწერეთ სიახლეები

© 2023 Herbarium - ჰერბარიუმი

  • Facebook Social Icon
bottom of page