ბროკოლი

ბროკოლი – ძალიან სასარგებლო ბოსტნეულია, თუმცა არც ისე პოპულარულია ყოველდღიურ გამოყენებაში. ბროკოლი ჭარბწონიანობის, წყლულის და კიბოს საწინააღმდეგო ცნობილი საშუალებაა. გარდა ამისა, უსაზღვროდ მდიდარია ვიტამინებით და მინერალებით. ბროკოლის ერთი პორცია ერთი პოლივიტამინის ტაბლეტის მიღების ტოლფასია. ისევე, როგორც მწვანე ბოსტნეულის უმეტესობა, ბროკოლი მდიდარია ფოლატებით, რომელიც აუცილებელია სისხლის განახლებისათვის და ტონუსის ამაღლებისათვის. მასში ბევრია C ვიტამინი (მისი შემცველობით ბროკოლი ციტრუსებს სამჯერ აღემატება), ვიტამინი K, რომელიც პასუხსიმგებელია ძლიერ სისხლძარღვებზე, კანის ახალგაზრდობაზე და ტონუსზე. ბროკოლში ბევრია A და PP ვიტამინები, რომლებიც საჭიროა კარგი მხედველობისათვის. ბროკოლში დიდი რაოდენობითაა კალიუმი, ნატრიუმი, ფოსფორი, რკინა და კალციუმი. ბროკოლი ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის მცირე ზომის წყლულების შეხორცებას და პროფილაქტიკას. მას ასევე აქვს ათეროსკლეროზის, სტრესის, ნერვული სისტემის აშლილობის წინააღმდეგ ბრძოლის ფუნქცია, ხელს უწყობს სისხლის შემადგენლობის გაუმჯობესებას. ბროკოლს ეფექტურად გამოჰყავს ორგანიზმიდან თავისუფალი რადიკალები, შლაკები და ტოქსინები, რაც განპირობებულია მასში დიდი რაოდენობით უჯრედისის არსებობით. ის აკავებს მავნე ნივთიერებებს, ადვილად გამოჰყავს ორგანიზმდან, კურნავს შეკრულობას, აწყნარებს კუჭ-ნაწლავს და ხელს უწყობს ორგანიზმის მთლიან დეტოქსიკაციას. ბროკოლი ხელს უწყობს კანის და თმის ჯანმრთელობას ანტიოქსიდანტების, A, C, E ვიტამინების, ბეტა-კაროტინის და ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების არსებობის ხარჯზე. ბროკოლის სისტემატიური გამოყენება საკვებში აფერხებს ათეროსკლეროზის და ნაადრევი სიბერის განვითარებას (მასში არსებული მეთიონინი და ხოლინი ხელს უშლის ორგანიზმში ქოლესტერინის დაგროვებას). მას გამოყავს ადამიანის ორგანიზმიდან მძიმე მეტალების მარილები. ბროკოლი კარგია ზოგადი სისუსტის დროს, დიაბეტით დაავადებისას, ოსულობისას, ბავშვებისათვის და ასაკოვანი ადამიანებისათვის, რომლებთაც აქვთ მიდრეკილება ათეროსკლეროზისაკენ. ბროკოლი დაბალკალორიული პროდუქტია, 100 გრამი მხოლოდ 34 კკალორიას შეიცავს. ფაქტიურად მისი მონელების დროს იმდენივე ენერგია იხარჯება, რამდენსაც ის იძლევა. ამასთან ის კარგად ანაყრებს, ხელს უწყობს წონაში კლებას, ამაღლებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს. ბროკოლი ცილების დიდი შემცველობით გამოირჩევა. როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, ბროკოლში არსებული ცილები, მიუხედავად მათი მცენარეული სტრუქტურისა, თავისი ხარისხით არ ჩამოუვარდება ხორცის პროდუქტებში არსებულ ცხოველურ ცილებს. ბრიტანეთის სამედიცინო საზოგადოების მტკიცებით, ყველაზე მსუყე დაბალკალორიული კერძი მსოფლიოში ეს არის – წყალზე მოხარშული ბროკოლის და ქათმის თეთრი ხორცის სუპ-პიურე. მათი მონაცემებით, ასეთი სუპის პორციის შემდეგ ადამიანი 5 საათის განმავლობაში დანაყრებული რჩება, ხოლო ერთი პორციის კალორიულობა არ აღემატება 300 კკალორიას. ბროკოლის თვისებები არა მარტო წონაში კლებას უწყობს ხელს, არამედ მთალიანად ჯანმრთელობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. 100 გრამი კომბოსტო ბროკოლის საკვები ღირებულება – 34 კკალორია გლიკემიური ინდექსი – 10 ცილები – 2,82 გრ ცხიმები – 0,37 გრ ნახშირწყლები – 6,64 გრ საკვები უჯრედისი – 2,6 გრ წყალი – 89,3 გრ მონო და დისაქარიდები – 1,7 გრ ვიტამინები ვიტამინი A – 0,386 მგრ ვიტამინი PP – 0,639 მგრ ვიტამინი A – 386 მკგრ ვიტამინი B1 (ტიამინი) – 0,071 მგრ ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) – 0,117 მგრ ვიტამინი B5 (პანტოტენი) – 0,573 მგრ ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) – 0,175 მგრ ვიტამინი B9 (ფოლიუმი) – 63 მკგრ ვიტამინი C – 89,2 მგრ ვიტამინი E – 0,78 მგრ ვიტამინი К – 101,6 მკგრ ვიტამინი PP (ნიაცინის ექვივალენტი) – 1,1071 მგრ მაკროელემენტები კალციუმი – 47 მგრ მაგნიუმი – 21 მგრ ნატრიუმი – 33 მგრ კალიუმი – 316 მგრ ფოსფორი – 66 მგრ მიკროელემენტები რკინა – 0,73 მგრ თუთია – 0,41 მგრ სპილენძი – 49 მკგრ მარგანეცი – 0,21 მგრ სელენი – 2,5 მკგრ
Comments