top of page

ანტიდეპრესანტი საკვები პროდუქტები


დღეს იმ საკვებზე გესაუბრებით, რომლებიც ყოველგვარი პრეპარატების და მედიკამენტების გარეშე, დეპრესიის თავიდან აცილებაში, განწყობის გაუმჯობესებაში გვეხმარებიან. შვრია (ჩვენში “გეკრულესად” მოხსენიებული) – შვრიის ფანტელი კარგად უმკლავდება უგუნებობას B6 da B1 ვიტამინების, ფოლიუმის და პანტოთენის მჟავების მეშვეობით. ამას გარდა, შვრია მცირე რაოდენობით შეიცავს ნახშირწყლებს, რაც ნელა შეითვისება ორგანიზმის მიერ და შესაბამისად, გამორიცხავს ხასიათის სწრაფ ცვალებადობას, როგორც ეს შაქრით გაჯერებულ პროდუქტებს ახასიათებს. ნუში – ერთი მუჭა ნუში B6 ვიტამინის საჭირო რაოდენობის მიღების გარანტია, რაც შესაბამისად, დადებითად აისახება ნერვიულ სისტემაზე და დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. ნუში მიღებული ტრიპტოფანის სეროტონინში გარდაქმნას უწყობს ხელს, ამდენად ყველი-ნუშის კომბინაცია არამხოლოდ სასიამოვნო დასაგენოვნებელია, არამედ სასარგებლოცაა. ავოკადო –იდეალური არჩევანია დამღლელი დღის შემდეგ, სახლში დაბრუნებულს “შიმშილის დემონები” როცა შემოგაწვებიან: ნახევარი ავოკადი უცებ ენერგიითაც აგავსებთ და ჯანსაღადაც დაგანაყრებთ, თანაც ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკსაც შეამცირებთ. ეს ხილი ძალიან მდიდარია მონონაჯერი ცხიმებით, რომლებიც ზედმეტი კილოგრამების დაკლებაში გვეხმარებიან. ბანანი – ის ბუნებრივი ანტიდეპრესანტია. სეროტონინის გარდა, ის თმის და კანის სილამაზისთვის აუცილებელ ვიტამინ B6-ს შეიცავს, რომლის ნაკლებობაც ხშირად ცუდი განწყობის და ქრონიკული დაღლილობის მიზეზი ხდება. ამას გარდა, ბანანი შეიცავს მესკალინს – ე.წ. ბედნიერების ინგრედიენტს, რომელიც ადამიანებს სრული დაკმაყოფილების შეგრძნებას ანიჭებს და განწყობას აუმჯობესებს. ფორთოხალი – მეცნიერები რა ხანია ამტკიცებენ, რომ წითელი სპექტრის ფერები (მასში ყვითელიც შედის) დადებითად მოქმედებენ ადამიანების ხასიათზე, ვინაიდან ენერგიასთან, პოზიტივთან, აქტიურობასთან და სიცოცხლესთან არის დაკავშირებული. ამიტომაც, სამზარეულოში ლამაზ თასზე ყოველთვის იქონიეთ წითელ-ყვითელი შეფერილობის ხილი.

Comments


Featured Posts
Recent Posts
Archive
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square

პროდუქციის შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 777 999

გამოიწერეთ სიახლეები

© 2023 Herbarium - ჰერბარიუმი

  • Facebook Social Icon
bottom of page