top of page

ჭარხალი


ჭარხლის სარგებლიანობა მრავალმა კვლევამ დაადასტურა. მასში შემავალი ანტიოქსიდანტები, ლუტეინი და ბეტალაინი ხელს უშლის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ასაკთან დაკავშირებული პათოლოგიების, მაგალითად კატარაქტის განვითარებას. შეიცავს უამრავ ვიტამინს: A, B1, B2, B5, B6, B9, C, D, E და K ჭარხალში ორგანიზმისთვის აუცილებელი ოლიგო-ელემენტები - სპილენძი, რკინა და მანგანეზი შედის, რომელთა ნაკლებობა სხვადასხვა გართულების, ინფექციის და დაღლილობის მიზეზია. მასში შემავალი მინერალები -კალციუმი, მაგნეზიუმი და პოტასიუმი კი აუცილებელია ისეთი ფიზიოლოგიური მექანიზმების გამართული მუშაობისთვის, როგორიცაა სისხლის მიწოდება, ნერვული სიგნალების გადაცემა. ჭარხალი ძალიან დაბალკალორიულია და მაღალი გლიკემიური ინდექსი აქვს, რაც იწვევს სისხლში ინსულინის მნიშვნელოვანი დოზის გამოთავისუფლებას. ჭარხალი ძალიან სასარგებლოა იმ მხრივაც, რომ მეტაბოლიზმს აუმჯობესებს და კუჭ-ნაწლავის მოქმედებას არეგულირებს. სასარგებლო ნივთიერებების უკეთ შესანარჩუნებლად, ჭარხალი კანიანად უნდა მოვხარშოთ ან შევწვათ. საუკეთესო საშუალებაა მისი უმად მირთმევა სალათებში.

Comments


Featured Posts
Recent Posts
Archive
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square

პროდუქციის შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 777 999

გამოიწერეთ სიახლეები

© 2023 Herbarium - ჰერბარიუმი

  • Facebook Social Icon
bottom of page