top of page

სალათის ფოთლების სასარგებლო თვისებები


ადამიანის ორგანიზმს სრულყოფილი განვითარების და ნივთიერებათა ცვლის პროცესის ნორმალური მიმდინარეობისთვის კვების რაციონში გარკვეული რაოდენობით მწვანე სალათის შეტანაც სჭირდება. ის მდიდარია ვიტამინებით. მწვანე სალათის ფოთლები შეიცავს დიდი რაოდენობით K ვიტამინს, კალციუმს, უჯრედისებს. მისი სამკურნალო ეფექტი დაფუძნებულია უჯრედისის იმ თვისებაზე, რომელიც ასტიმულირებს ნაწლავების მოქმედებას და ხელს უწყობს ნაღვლის ევაკუაციას. სალათის ფოთლები კარგია ჭარბი წონის მოსაცილებლად, რადგან ის მდიდარია ვიტამინებით, მინერალური ნივთიერებებით და მცირე რაოდენობით შეიცავს კალორიებს. ის ასევე შეიცავს ფოლიუმის მჟავას. ეს ვიტამინი თერმული დამუშავების დროს კარგავს ღირებულ თვისებებს. თუ სალათას უმად მიირთმევთ, მაშინ ამ ვიტამინს კარგად შეითვისებს თქვენი ორგანიზმი. ფოლიუმის მჟავა აუმჯობესებს ცილების ცვლას ორგანიზმში, საჭიროა ერითროციტების ფორმირებისთვის და შაქრის ასათვისებლად. განსაკუთრებით კარგია სალათის ფოთლების ჭამა ორსულობის დროს. ეს მჟავა ასევე უზრუნველყოფს კანის სიჯანსაღეს, აუმჯობესებს მადას, ხელს უწყობს ანემიის პროფილაქტიკას. როცა ადამიანის ორგანიზმი განიცდის ფოლიუმის მჟავის ნაკლებობას, ამ დროს ორგანიზმში სხვადასხვა დაავადებასთან მებრძოლი ანტისხეულების რაოდენობაც ნაკლებია. კუჭ-ნაწლავის დაავადების თავიდან ასაცილებლად ძალიან სასარგებლოა ფოლიუმის მჟავის და ბეტაკაროტინის მიღება. ამ უკანასკნელების მარაგი კი სწორედ მწვანე სალათის ფოთლებშია. ის ასევე შეიცავს ორგანიზმისთვის არანაკლებ საჭირო მჟავებს, რომლებიც იცავს საშარდე სისტემას პათოგენური მიკროორგანიზმებისგან. თუ გსურთ, თავი დაიზღვიოთ ამა თუ იმ დაავადებისგან, მაშინ დღის ნებისმიერ მონაკვეთში მიირთვით მწვანე სალათის გემრიელი და სასარგებლო ფოთლები.

Commenti


Featured Posts
Recent Posts
Archive
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square

პროდუქციის შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 777 999

გამოიწერეთ სიახლეები

© 2023 Herbarium - ჰერბარიუმი

  • Facebook Social Icon
bottom of page