top of page

მწვანე ჩაის 11 სასარგებლო თვისება


მწვანე ჩაის 11 სასარგებლო თვისება, რომლის შესახებ შესაძლოა აქამდე არ იცოდით საქვეყნოდ ცნობილია, რომ მწვანე ჩაი თავისი სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა. უამრავი ადამიანი სვამს მას ყოველდღიურად და ეს გამოწვეულია არა მისი გემოთი, არამედ სწორედ დადებითი ეფექტებით , რომელსაც ის ადამიანის ორგანიზმზე ახდენს. რა ვიცით მწვანე ჩაის შესახებ? ალბათ უმეტესობის პასუხი ამ კითხვაზე ერთია – ის გვეხმარება წონის კლებაში ! ეს სრული სიმართლეა, თუმცა მისი „ჯადოსნური“ თვისებები მხოლოდ წონას არ უკავშირდება. გთავაზობთ მწვანე ჩაის 11 სასარგებლო თვისებას: 1. მწვანე ჩაი სასარგებლოა დიაბეტით დაავადებული ადამიანებისათვის- ის ხელს უწყობს ორგანიზმში გლუკოზის შემცველობის რეგულაციას, რამდენადაც ანელებს სისხლში შაქრის დონის აწევას. სწორედ ამიტომ, სასურველია ყოველდღიურად ჭამის შემდეგ მივირთვათ ფინჯანი მწვანე ჩაი. 2. მეცნიერები მიიჩნევენ , რომ მწვანე ჩაი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ის სასარგებლოა სისხლძარღვების ნორმალური ფუნქციონირებისათვის. სწორედ ამ თვისების გამო, ექიმები მწვანე ჩაის მიღებას ურჩევენ პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ გულის დაავადება.მწვანე ჩაი ასევე ხელს უშლის სისხლის შედედებას, თრომბის წარმოქმნას, რომელიც უშუალოდ იწვევს გულის შეტევას. 3. ასევე მიჩნეულია , რომ მწვანე ჩაის მუდმივი მოხმარება, ამცირებს ლორწოვანი გარსის კიბოს გაჩენის რისკს. 4. მწვანე ჩაი ძალიან ეფექტური საშუალებაა, ორგანიზმში ქოლესტერინის დონის შესამცირებლად. 5. საცდელ თაგვებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ მწვანე ჩაის რეგულარული მოხმარება იცავს ტვინის უჯრედებს დაზიანებისაგან. აქედან გამომდინარე , მეცნიერები მიიჩნევენ , რომ ეს სასმელი ეფექტურია ალცჰეიმერის სინდრომსა და პარკინსონის დაავადებასთან საბრძოლველად. 6. კვლევებმა აჩვენა, რომ მწვანე ჩაი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებსაც შეუძლია მოკლას პირის ღრუში არსებული ბაქტერიები. აქედან გამომდინარე, სტომატოლოგები პაციენტებს ურჩევენ , რომ მწვანე ჩაი სვან, რათა თავიდან აიცილონ კარიესი, კბილისა და ღრძილების დაავადებები. 7. მწვანე ჩაი უებარი საშუალებაა მათთვის, ვისაც მაღალი წნევა აწუხებს. მედიკოსები კვლევებზე დაყრდნობით ამტკიცებენ, რომ მწვანე ჩაის რეგულარული მოხმარება არეგულირებს წნევას ადამიანის ორგანიზმში. 8. 21-ე საუკუნეში გახშირებულია ნერვოპათოლოგიური დაავადებები – დეპრესია, ნერვული აშლილობა, უძილობა… მწვანე ჩაი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ნერვული სისტემის მწყობრში მოსაყვანად. ამ მცენარის ფოთლები შეიცავს თეანინს – ბუნებრივ ამინო მჟავას , რომელსაც აქვს გასაოცარი დამამშვიდებელი ეფექტი. ის ასევე უზრუნველყოფს განწყობის ამაღლებას. 9. მწვანე ჩაის გააჩნია ანტიბაქტერიული და ანტივირუსული ეფექტი. 10. მწვანე ჩაი დადებითად მოქმედებს კანზე. დერმატოლოგები და კოსმეტოლოგები მას უწევენ რეკომენდაციას, როგორც ანტიასაკობრივ ბუნებრივ საშუალებას. მწვანე ჩაის მოხმარება ორგანიზმს ავსებს ნივთიერებებით, რომლებიც ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას. მწვანე ჩაის საფენები ასევე უებარია მზით დამწვრობის დროს. 11. და ბოლოს, მწვანე ჩაის ის თვისება, რომელიც ყველასათვის კარგად არის ცნობილი: მას ორგანიზმიდან გამოაქვს შლაკები, ტოქსინები, ზედმეტი სითხე და ხელს უწყობს ცხიმების წვას. მიუხედავად, ორგანიზმზე მწვანე ჩაის დადებითი ზემოქმედებისა, ზოგიერთი ფაქტორი მაინც გასათვალისწინებელია, თუკი მის რეგულარულ მოხმარებას გადავწყვეტთ. მაგალითად, ეს სასმელი უხვად შეიცავს კოფეინს და თუ თქვენი ორგანიზმი უარყოფითად რეაგირებს კოფეინზე, მაშინ აუცილებელია მწვანე ჩაის დოზის კონტროლი. გარდა ამისა, ეს სასმელი არ არის რეკომენდებული ორსულებისათვის და ზედმეტად დაბალწნევიანებისათვის. სწორედ ამიტომ, სანამ მწვანე ჩაის აქტიური მომხმარებელი გახდებით, სასურველია კონსულტაცია ექიმთან გაიაროთ გაუთვალისწინებელი შედეგების თავიდან ასაცილებლად.

Kommentare


Featured Posts
Recent Posts
Archive
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square

პროდუქციის შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 777 999

გამოიწერეთ სიახლეები

© 2023 Herbarium - ჰერბარიუმი

  • Facebook Social Icon
bottom of page