თმის მოვლა ზამთარში

ზამთარში თმა როგორც წესი, მშრალი, მტვრევადი და დაუმორჩილებელი ხდება, თუმცა არსებობს რამდენიმე მარტივი ხერხი, რომლის დაცვის შემდეგ თმა უფრო კარგი ხარისხის გახდება და ნაკლებად დაზიანდება. გამოიყენე შესაფერისი შამპუნი და კონდიციონერი ის შამპუნი, რომელიც ზაფხულში ძალიან მოგწონს, შეიძლება ზამთრის გამომშრალ და დაზიანებულ თმას საერთოდ არ მოუხდეს, ამიტომაც შამპუნი სეზონურად უნდა ცვალო.უმჯობესია, თუ ზამთარში მშრალი და დაზიანებული თმისთვის განკუთვნილ შამპუნს გამოიყენებ. ცივ ამინდში ძალიან კარგია კონციდიონერი, რომელსაც ჩამობანა არ ჭირდება. ერთი მხრივ, ეს დამატებით დაატენიანებს თმას, მეორე მხრივ კი თმის ცხელი ჰაერით გაშრობისას ან უთოთი დახვევა-გასწორებისას თმას დაცული იქნება. რეგულარულად შეიჭერი თმა თმის გაშრობა და მტვრევა ღერების ბოლოებიდან იწყება, ამიტომ უმჯობესია თუ ექვს კვირაში ერთხელ მაინც შეიმოკლებ რამდენიმე სანტიმეტრით. ზაფხულობით რეკომენდირებული ვადა რვა კვირაა. ყურადღება მიაქციე თავის კანს გაიკეთე ნიღბები ზეითუნის, ჟოჟობას, ჩაის ხის ან ყურძნის წიპწის ზეთისგან. ზეითუნის ზეთს დაუმატე რამოდენიმე წვეთი ჟოჟობას, ჩაის ხის ან ყურძნის წიპწის ზეთი, შეიზილე თავის კანში და მთელი ღამით დაიტოვე, დილით კი შამპუნით ჩამოიბანე და კარგად გაიშრე. ებრძოლე დამუხტულ თმას მშრალი თმის კიდევ ერთი პრობლემა დამუხტვაა, თუმცა დღეს უკვე არსებობს სპეციალური საშუალებები ამის თავიდან ასაცილებლად. შამპუნები, კონდიციონერები, სპეციალური შრატები. ატარე თავსაბურავი ატარე ქუდი იმისათვის, რომ თმა და თავის კანი სიცივის და ქარის ზემოქმედებისგან დაიცვა. ამასთანავე, გახსოვდეს, რომ ქუდი არ უნდა იყოს ძალიან მჭიდროდ, რომ სისხლის მიმოქცევა არ დაირღვეს. გაიშრე თმა კარგად არასოდეს გახვიდე გარეთ ნესტიანი თმით. დაბალ ტემპერატურაზე წყლის მოლეკულები იყინება, რაც ძალიან აზიანებს თმის სტრუქტურას და თმა უსიცოცხლო, უფერული და მტვრევადი ხდება. გაშრობისას ეცადე მინიმუმამდე დაიყვანო ფენის ან/და თმის უთოს ხმარება, ან/და სპეციალური დამცავი საშუალებები იხმარე.
Comments