ხორბლის ჩითილის საკვები ზეთი

ხორბლის ზეთი E ვიტამინის წყაროა და წარმოადგენს ძლიერ ანტიოქსიდანტს. ხორბლის ზეთი შეიცავს უნიკალურ ცხიმოვან მჟავებს, ომეგა-3-ს, ომეგა-6-ს და ვიტამინების კომპლექსს. ყველა ეს კომპონენტი ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა, საჭმლის მომნელებელი, ნერვული, ენდოკრინული და რეპროდუქციული სისტემების გამართულ მუშაობას. ხორბლის ზეთი: -იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი მოქმედებისაგან, რითაც ხელს უშლის უჯრედების დაბერების პროცესს, -აფერხებს სიბერის ლაქების განვითარებას; -ხელს უწყობს A ვიტამინის ათვისებას და იცავს მას დაჟანგვისაგან; -აფერხებს თრომბების წარმოქმნას; -გააჩნია ანტიკანცეროგენული მოქმედება. -იცავს სისხლძარღვთა კედლებს ათეროსკლეროზული დაზიანებისაგან; ხორბლის ჩითილის კოსმეტიკური ზეთი გარდა ამისა ხორბლის ჩითილის ზეთი მაღალი ანტიოქსიდანტური თვისებების გამო განსაკუთრებით ეფექტურია კანის ახალგაზრობის შესანარჩუნებლად. მას გააჩნია აღმდგენი, ანთების საწინააღმდეგო, შემახორცებელი, მკვებავი, ანტიტოქსიური, დამატენიანებელი, დამარბილებელი და მატონიზირებელი ზემოქმედება კანზე. ხსნის აქერცვას, ანთებას, გამონაყარს, ახორცებს ნახეთქებს კანზე და ტუჩებზე. ზეთი შეგიძლიათ გამოიყენოთ ყოველდღიურად სახის, კისრის და სხეულის კანის მოსავლელად - ის შეინარჩუნებს კანის სიმკვრივეს, სინაზეს და სილამაზეს. კოსმეტიკაში ეს ზეთი ეფექტურია პრობლემური, მშრალი ასევე დაბერებული და დაღლილი კანის მოსავლელად .ხელს უწყობს კანის გაუხეშებული უბნების დარბილებას. გამოიყენება. როგორც დამხმარე საშუალება ფსორიაზების და ეგზემის სამკურნალოდ. კარგი საშუალებაა მშრალი და მტვრევადი თმის მოსავლელად. ჩვენთან შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც ხორბლის ჩითილის საკვები ზეთი ასევე ხორბლის ჩითილის კოსმეტიკური ზეთი.
Comments