top of page

ყველაზე სასარგებლო და ალტერნატიული სილამაზის რეცეპტები Herbal Medicine_სგან. იზრუნეთ თქვენს სილამაზე


1. ნაოჭებთან საბრძოლველად წაისვით სახეზე თაფლი. 2. ძილის წინ სასარგებლოა თვალების ირგვლივ აბუსალათინის ზეთის წასმა. 3. გამოწურული ლიმონის ნარჩენები წაისვით ხელებსა და იდაყვებზე. 4. ხელების გაუხეშების შემთხვევაში, გაუხეშებულ ადგილებში შეიზილეთ კარტოფილის ფქვილი (სახამებელი). 5. თმაზე ცხიმიანობის მოსაშორებლად ყოველდღე ან დღეგამოშვებით თავის კანში შეიზილეთ შავი ჩაის ნაყენი. 6. ძალიან კარგია ტანის პილინგისთვის ყავის ნალექი, რომლის საჭირო რაოდენობა შეგიძლიათ რამდენიმე დღის განმავლობაში შეაგროვოთ. 7. ქაცვის ახალგამოწურული წვენი რეკომენდებულია სახის მშრალი კანისთვის (შეიზილეთ კანში 1,-1,5 სუფრის კოვზი). 8. თმა წითელი ხის შეფერილობას მიიღებს, თუ შეღებვისას ხნაში 3-4 ჩაის კოვზ კაკაოს შეურევთ. 9. თმის ძლიერი ცვენისას თავის კანში ყოველდღიურად შეიზილეთ ჟოჟობას ზეთი. 10. მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის კარგია, თუ ღამით სახეზე ცოტაოდენ წყალში გაზავებულ ჟოჟობას ზეთს წაისვამთ. 11. სახის კანის ფერის გასაუმჯობესებლად გაიკეთეთ თაფლისა და მარილის ნიღაბი, მას გამაახალგაზრდავებელი ეფექტიც აქვს. 12. ლავანდისა და ჩაის ხის ეთერზეთი ბუნებრივი ანტისეპტიკური საშუალებაა, რომელიც სახეზე გამონაყარს მოგაშორებთ. 13. პიტნის ჩაის რეგულარული მიღება თქვენს კანს ვარდისფერ ელფერს შესძენს. 14. წარბებისა და წამწამების გასახშირებლად კარგი იქნება, თუ შეიზელთ აბუსალათინის ზეთისა და რომის ნარევს. 15. კანის ღრმა წმენდისთვის გამოიყენეთ გათქვეფილი კვერცხის გული და ლიმონი, რომლებსაც ფენებად დაიდებთ სახეზე. 16. ხელის კანის დასარბილებლად გამოიყენეთ ძმრისა და ზეითუნის ზეთის ნარევი. 17. ძილის წინ სახესა და ხელებზე შეიზილეთ ზეითუნის ზეთისა და ლიმონის წვენის ნარევი. 18. სახის კანის გასაწმენდად გაიკეთეთ წყალში დამბალ შვრიაში არეული უბრალო იოგურტი. 19. აკნეს გამონაყარს შველის გახეხილ ვაშლში შერეული ცოტაოდენი თაფლი. 20. ორსულობის დროს სტრიების თავიდან ასაცილებლად მუცელზე შეიზილეთ კაკაოს ცხიმი. 21. ირანული ხალხური მეთოდით, თმის ძირებს ამაგრებს უფერული ხნისა და თბილი კეფირისგან მომზადებული ნიღაბი. 22. თხელი თმისთვის კარგია ათქვეფილი ერთი კვერცხის გულისა და სუფრის კოვზი ზეთის ნიღაბი. 23. თმის ცვენის დროს დაბანამდე ერთი საათით ადრე თმაში შეიზილეთ თანაბარი რაოდენობის აბუსალათინის ზეთისა და რომის ნარევი. 24. თმის ძირების გასამაგრებლად ყოველი დაბანის შემდეგ თავზე გადაივლეთ ჭინჭრის ნაყენი (1 სუფრის კოვზ ჭინჭარს დაასხით 200 გრ ადუღებული წყალი).

Comments


Featured Posts
Recent Posts
Archive
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square

პროდუქციის შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 777 999

გამოიწერეთ სიახლეები

© 2023 Herbarium - ჰერბარიუმი

  • Facebook Social Icon
bottom of page