top of page

ფორთოხლის ეთერზეთი


ანტისეპტიკური, რეგენერაციული, ანთების საწინააღმდეგო ჰიპოტენზიური, დამამშვიდებელი ეფექტით. არის ცელულიტის საწინააღმდეგო აგლუვებს, ატონიზირებს და ათეთრებს კანს. ამკვრივებს და აღადგენს თმის სტრუქტურას. ეთერზეთების გამოყენება სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე შესაზელად პირდაპირ არ ხდება, რადგან მათ გააჩნიათ ძალიან მაღალი კონცენტრაცია(100%) ამიტომ საჭიროა მათი განზავება ნებისმიერი სახის მცენარეულ ზეთში (მაგ: ნუშის, ატმის, ქოქოსის ან ვაზელინის კოსმეტიკური ზეთი და ა.შ.) განზავებისთვის 25 მლ ზეთს ემატება რამოდენიმე წვეთი ეთერზეთი,რაც საკმარისია იმისთვის რომ მთლიანად ზეთმა მიიღოს ეთერზეთის სუნი და თვისებები (დოზირება მითითებულია ინსტრუქციაში). ინფორმაცია მცენარეზე: ფორთოხალი ოდითგანვე ცნობილია არა მარტო თავისი შესანიშნავი გემოს გამო, არამედ თავისი სამკურნალო თვისებებით.ფორთოხლის მირთმევა: 1.ამაღლებს იმუნიტეტს. 2.აუმჯობესებს მადას. 3.ამცირებს დაღლილობას. 4.ამცირებს შეშუპებას. 5.ხელს უწყობს ჭრილობაზე ქსოვილების სწრაფად აღდგენას. 6.ნივთიერებათა ცვლას აწესრიგებს, ცხიმების წვას უწყობს ხელს.აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციას.(აძლიერებს მსხვილი ნაწლავის მოტორულ ფუნქციას და ამცირებს შლაკების წარმოქმნის პროცესს) 7.ეხმარება ორგანიზმს ჰიპერტონიასთან და ათეროსკლეროზთან ბრძოლაში.(ამცირებს სისხლძარღვების შვიწროების რისკს) ახლად გამოწურული ფორთოხლის წვენს იყენებენ გასტრიტის და კოლიტის სამკურნალოდ, ანემიის, ჰიპერტონიის, ათეროსკლეროზის, სიმსუქნის, ინფექციური და რესპირატორული დაავადებების პროფილაქტიკისას.ის ასევე ეფექტურია თირკმელის მუშაობის დარღვევის, სანაღვლე გზების დაავადების, მეტეორიზმის, ყაბზობის, შეშუპების, თირკმელკენჭოვანი დაავადების, ღრძილებიდან სისხლდენის დროს და სხვა სახის სისხლდენისას, კანის დაავადებების სამკურნალოდაც. ფორთოხლის კანის ნახარშს იყენებენ რევმატოიდური დაავადებების სამკურნალოდ და გულის უკმარისობის დროს.

Comentarios


Featured Posts
Recent Posts
Archive
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square

პროდუქციის შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 777 999

გამოიწერეთ სიახლეები

© 2023 Herbarium - ჰერბარიუმი

  • Facebook Social Icon
bottom of page