top of page

კანის მოვლა


ასაკის, კვების რეჟიმისა და ნერვული სისტემის მდგომარეობის შესაბამისად, კანში ცხიმის რაოდენობა იცვლება. ცხიმოვანი ცვლის დარღვევა მძიმედ აისახება კანზე: იგი ეშვება, იხორკლება, სკდება, გაცილებით მგრძნობიარე ხდება ტემპერატურის ცვალებადობის, მზისა და ქარის მიმართ, იქერცლება, ადვილად ღიზიანდება და წითელი ლაქებით იფარება. კანს აშრობს გარეგანი ფაქტორებიც: მზე, ქარი, ზღვის წყალი, ცხელ ღუმელთან მუშაობა. კანი რომ არ გამოშრეს, აუცილებელია ჰიგიენის წესების დაცვა. მაგალითად, არ შეიძლება პირის დაბანა შინიდან გასვლის წინ, სპირტიანი ლოსიონების, მათეთრებელი კრემების ჭარბი გამოყენება. ქალების უმეტესობას მშრალი კანი აქვს. ახალგაზრდა ქალის კანი მქრქალია, მკვრივი და კარგად არის გადაჭიმული კანქვეშა ცხიმოვან შრეზე, გლუვია ანდა ოდნავ დანაოჭებული, ფორები დახურულია და შეუმჩნეველი. მაგრამ ასეთ კანთან შეხებისას იგრძნობა ერთგვარი სიმშრალე, ტენის ნაკლებობა. განსაკუთრებით მშრალია კანი ლოყებსა და ყვრიმალებზე, მაშინ როცა შუბლზე, ცხვირსა და ნიკაპზე ხშირად ბზინავს კიდეც. ასეთი კანი ლამაზია, მაგრამ სათუთი; ის ძნელად იტანს წყალსა და ცხიმიან საპონს და მათი ზემოქმედებით იოლად კარგავს მომხიბვლელობას, უფრო მეტად შრება და იქერცლება. მხოლოდ წყლით დაბანის შემთხვევაშიც კი ის ხშირად წითელი ლაქებით იფარება და ხურს, მოგვიანებით ეშვება და სულ უფრო მეტად ნაოჭდება. თუ მშრალ კანს დროულად მივხედეთ, შეიძლება, ჭკნობისაგან დავიცვათ და სილამაზე დიდხანს შევუნარჩუნოთ. მშრალი კანი უნდა გავიწმინდოთ მხოლოდ გრილი ან ოთახის ტემპერატურის ანადუღარი წყლით. ცივი წყალი სისხლძარღვებს ავიწროებს, რის შედეგადაც კანი ეშვება და ნაოჭდება, ცხელი წყალი კი აფართოებს ფორებსა და სისხლძარღვებს, რაც ასევე ადუნებს კანს და ხელს უწყობს მის დანაოჭებას.

Comments


Featured Posts
Recent Posts
Archive
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square

პროდუქციის შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 777 999

გამოიწერეთ სიახლეები

© 2023 Herbarium - ჰერბარიუმი

  • Facebook Social Icon
bottom of page