ზეთი ჩაგა

ჩაგა არის არყის ხის სოკო, რომელიც ძლიერი ანტიოქსიდანტია, აძლიერებს სისხლის მაკრო და მიკრო ცირკულაციას, ამტკიცებს სისხლძარღვებს, ზეთი შეიცავს 60% ჩაგას მჟავას, პტერინს, ბეტულინს, ალკალოიდებს,ფენოლურ შენაერთებს, მელანინს, მინერალურ მაკრო ელემენტებს: K, Ca, Mg, Na, S, P, Si,Fe, მიკრო ელემენტებს: Cu, Zn, Co, Mn, Ni, Ag, Al. ჩაგაში არსებულ პტერინს ახასიათებს სისივნის საწინააღმდეგო მოქმედება, ეფექტურია ტროპიკული წყლულის სამკურნალოდ, ფეხზე აქრობს კაპილარულ ”ბადეებს” და ”ვარსკვლავებს”, ჩალურჯებებს. მცირე ინფორმაცია ჩაგას შესახებ: არყის ხის სოკო, ანუ იგივე ჩაგა სოკო ხალხურ მედიცინაში ფართოდ გავრცელებული სამკურნალო საშუალებაა. ბოლო პერიოდში კი ოფიციალურ მედიცინაშიც გამოჩნდა. ის სხვადასხვა ეტიმოლოოგიის დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება. სოკო ჩაგას სამკურნალო თვისებებს დიდი ხანია იცნობენ. მის შესახებ ცნობები დაცულია არაერთ უძველეს ნაშრომში. მათ შორის შუა საუკუნეების ცნობილი არაბი ექიმის ავიცენას ნაშრომებშიც. XI საუკუნის რუსული ხელნაწერები გვიყვებიან თუ როგორ განკურნა არყის ხის სოკომ ცნობილი კნიაზი ვლადიმერ მონომახი. XVI საუკუნეში ციმბირელებმა ჩაგას, როგორც სამკურნალო საშუალების გამოყენება მასობრივად დაიწყეს. ჩაგა შეიცავს ქრომოგენური ნივთიერებების კომპლექსს.
Comentários