ეთერზეთები – ბუნების საჩუქარი თქვენი ჯანმრთელობისთვის

ჩვენს საიტს ბევრი ახალი მეგობარი ჰყავს, თქვენი უმრავლესობა ალბათ უკვე გაეცნო ჩვენს პროდუქციას. დღეს მოგიყვებით როგორ იქმნება ეს საოცარი არომატები: როცა გვეკითხებიან რისგან მზადდება ჩვენი პროდუქცია, ჩვენი ვპასუხობთ : ნატურალური ზეთების და ეთერზეთების გამოყენებით. მაგრამ ვეჭვობ, რომ ყველამ არ იცის რა სარგებლობა მოაქვს თუნდ ერთ წვეთ ეთერზეთს და როგორ მიიღება ხილისა თუ ყვავილის ეთერზეთები, რაც ასეთი საოცარი არომატით ავსებს ჩვენს პროდუქტს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე დღეს ეთერზეთებზე ვისაუბროთ. ეთერზეთების სასარგებლო თვისებებს ჯერ კიდევ ადრეულ საუკუნეებში იყენებდნენ ემოციური ფონისა და სხვადასხვა კოსმეტიკური გაღიზიანების, პრობლემის სამკურნალოდ. ეთერზეთის შემადგენლობაში 500-მდე რთული ორგანული ნივთიერება შედის რაც კანზე და ადამიანის ორგანიზმზე განმაკურნებელ ზემოქმედებას ახდენს. ერთ წვეთ ეთერზეთს შეუძლია გამოგისწოროთ ხასიათი, დაგამშვიდოთ, მოგადუნოთ ან პირიქით შეგამზადოთ ფიზიკური აქტივობისთვის, შეგმატოთ თავდაჯერებულება, დაგეხმაროთ კონცენტრირებაში, ანუ არეგულირებს თქვენს ემოციურ ფონს. ამის გარდა საოცარ ზემოქმედებას ახდენს ადამიანის კანზე, თმაზე, ორგანიზმზე. ეთერზეთების დამზადების პროცედურა საკმაოდ შრომატევადი პროცესია. 1მლ ეთერზეთის მისაღებად ხანდახან ათობით კილოგრამი მცენარის გადამუშავებაა საჭირო. მაგალითად, 1 მლ ვარდის ეთერზეთის მისაღებად მილიონი ვარდის ფურცელი გამოიყენება. ეთერზეთი ბუნების საჩუქარია, როცა იყენებ ნატურალურ კოსმეტიკას სხვადასხვა ეთერზეთების შემცველობით ბუნებას ანდობ საკუთარ ჯანმრთელობას და სილამაზეს. და ის რომ ბუნება საუკეთესო მკურნალია, არავისთვისაა საიდუმლო.
Comments