top of page

გრეიფრუტის ეთერზეთი


ნატურალური ანტისეპტიკური, ბაქტერიოციდული, ანტიტოქსიური, გამწმენდი, შეშუპების საწინააღმდეგო საშუალება. იგი ამაღლებს ორგანიზმის იმუნიტეტს გაციებების მიმართ, შველის სისხლმდენ ღრძილებს, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, აგრეთვე სითხის გამოდევნას, ებრძვის ჭარბ წონას, ათეთრებს კანს და ავიწროებს ფორებს. განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისათვის. ეთერზეთების გამოყენება სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე შესაზელად პირდაპირ არ ხდება, რადგან მათ გააჩნიათ ძალიან მაღალი კონცენტრაცია(100%) ამიტომ საჭიროა მათი განზავება ნებისმიერი სახის მცენარეულ ზეთში (მაგ: ნუშის, ატმის, ქოქოსის ან ვაზელინის კოსმეტიკური ზეთი და ა.შ.) განზავებისთვის 25 მლ ზეთს ემატება 1 წვეთი ეთერზეთი (რაც საკმარისია იმისთვის რომ მთლიანად ზეთმა მიიღოს ეთერზეთის სუნი და თვისებები)

ინფორმაცია მცენარეზე: გრეიფრუტი გაჩნდა, როგორც ჰიბრიდული ლიმონის და ფორთოხლის ნაჯვარი. იგი მდიდარია ნახშირწყლებით, ორგანული მჟავებით, ვიტამინებით A, B, P და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით. გრეიფრუტი შეიცავს კალიუმს და კალციუმს. თვისებებით გრეიფრუტის წვენი ჰგავს ლიმონის წვენს. ის აუმჯობესებს მადას და მონელებას, სასარგებლო, როგორც დაბალი ისე მაღალი წნევის დროს. კარგად არეგულირებს ქოლესტერინს სისხლში. გრეიფრუტი ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას. კარგი ეფექტი აქვს კბილებისათვის, მისი წვენი ხელს უშლის კბილებში ქვების ფორმირებას, გრეიფრუტი ძალიან სასარგებლოა შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში. გრეიფრუტს აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები, იცავს ორგანიზმს გრიპისაგან. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გრეიფრუტი აუმჯობესებს მონელებას, ხელს უწყობს ღვიძლის გაახალგაზრდავებას, და აქედან გამომდინარე ღვიძლში წვავს ცხიმებს. გრეიფრუტი ეხმარება ორგანიზმს დაძლიოს აპათია, ამძაფრებს მეხსიერებას და იწვევს ყურადღების კონცენტრაციას. წითელი გრეიპფრუტის წვენი დადებითად მოქმედებს სისხლძარღვთა სისტემაზე. პირველ რიგში, გრეიფრუტი შეიცავს უამრავ ფლავონოიდებს, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს სისხლის გაწმენდას. გრეიფრუტი კარგად მოქმედებს სისხლძარღვებზე.

Comments


Featured Posts
Recent Posts
Archive
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square

პროდუქციის შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 777 999

გამოიწერეთ სიახლეები

© 2023 Herbarium - ჰერბარიუმი

  • Facebook Social Icon
bottom of page