top of page

ფაგოთერაპია


ფაგოთერაპია არის ბაქტერიოფაგების პრეპარატების გამოყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ. ფაგი არის ვირუსი, რომელიც ანადგურებს მხოლოდ სპეციფიკურ ბაქტერიებს. ორგანიზმში დაავადების გამომწვევი ბაქტერიის შესაბამისი (ჰომოლოგიური) ფაგის მოხვედრის შემდეგ, ის იწყებს გამრავლებას, გამოიყენებს ბაქტერიების უჯრედებს, როგორც საკვებს, ხოლო მათი განადგურების შემდეგ ტოვებს ორგანიზმს. ფაგს არ შეუძლია სხვა სახეობის უჯრედით გამოკვება გარდა კონკრეტული, მისი სპეციფიკური ბაქტერიის უჯრედისა. შესაბამისად, არ იწვევს უარყოფით ცვლილებებს ორგანიზმში. სწორედ ამიტომ ფაგოთერაპიას გვერდითი მოვლენები არ გააჩნია. ფაგების პრეპარატების მიღება მკურნალობისა და პროფილაქტიკის მიზნით ჯანმრთელობისთვის სრულიად უვნებელია. ეს თავისებურება განაპირობებს ფაგოთერაპიის მთავარ უპირატესობას ქიმიურ პრეპარატებით მკურნალობასთან შედარებით.

ფაგების პრეპარატები: ანტიბიოტიკების უსაფრთხო და ეფექტური ალტერნატივა ბოლო 60 წელია ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში ანტიბიოტიკები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. თუმცა, მედიცინაში, ვეტერინარიასა და სოფლის მეურნეობაში ანტიბიოტიკების არარაციონალურმა, გამოყენებამ განვითარებული მსოფლიო მწვავე პრობლემამდე მიიყვანა: პათოგენური ბაქტერიები, ისევე როგორც ყველა ბიოლოგიური ორგანიზმი, ადაპტირდება იმ გარემო პირობებთან, რომელშიც ისინი მუდმივად არიან `შევიწროებული” ანტიბიოტიკებით და გამოიმუშავებს რეზისტენტობას, რის შედეგადაც, ანტიბიოტიკების ეფექტურობა მცირდება. გართულდა ისეთი დაავადებებთან ბრძოლა, რომელთა მკურნალობა ათეული წლების განმავლობაში უპრობლემოდ ხორციელდებოდა ანტიბიოტიკების საშუალებით. საჭირო ხდება მუდმივად ახალი თაობის ანტიბიოტიკების შექმნა, რაც ფინანსურად არცთუ ისე გამართლებულია, რადგან ახალი პრეპარატებიც სწრაფად კარგავს ეფექტურობას. 2001 წლის სექტემბერში შემუშავებულ დოკუმენტში, გლობალური სტრატეგია ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტანტულობის დასაძლევად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ არსებული ვითარება გლობალურ პრობლემად აღიარა. საერთო მდგომარეობა საკმაოდ გამწვავდა. სამედიცინო წრეებში გავრცელდა ტერმინი ანტიბაქტერიული კრიზისი. არსებულ სიტუაციაში ფაგოთერაპიის, როგორც ბაქტერიულ ინფექციებთან ბრძოლის უსაფრთხო, ეფექტური და დროის მიერ გამოცდილი ალტერნატიული მეთოდის მიმართ განელებული ინტერესი კვლავ გაღვივდა. ფაგოთერაპიის უპირატესობანი ბაქტერიოფაგების პრეპარატები ანტიბიოტიკების უკეთესი ალტერნატივაა მთელი რიგი მიზეზების გამო: ფაგები ანადგურებს მხოლოდ ბაქტერიების კონკრეტულ სახეობას და არ აზიანებს ორგანიზმში არსებულ სასარგებლო ბაქტერიულ (მეგობარ ) ფლორას და არც ორგანიზმის სხვა უჯრედებს, რის გამოც ფაგოთერაპია ჯანმრთელობისთვის სრულიად უვნებელია. ბაქტერიოფაგების მიღება არ იწვევს ორგანიზმში ალერგიას, არ აქვეითებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას; ამ ჯგუფის პრეპარატების ერთადერთი აქტიური ინგრედიენტი არის ერთი ან რამდენიმე სახის ბაქტერიოფაგი; ბაქტერიოფაგების სწორად შერჩეული პრეპარატები პათოგენების სამკურნალოდ ბევრად სწრაფი და მაღალეფექტურია საშუალებაა; ფაგოთერაპია შესაბამისობაშია ‘’ბუნებრივი ალტერნატივის’’ იდეოლოგიასთან. ფაგების პრეპარატების წარმოება ეკოლოგიურად აბსოლუტურად სუფთა პროცესია; ბაქტერიოფაგების პრეპარატების გამოყენება შესაძლებელია სხვა პრეპარატებთან ერთად; ფაგების პრეპარატების გამოყენება დასაშვებია და ეფექტურია პაციენტების ყველა ასაკობრივ და მაღალი რისკის ჯგუფებში (ჩვილი ბავშვები, ხანდაზამულები, იმუნოდეფიციტის მქონე ადამიანები).

Comments


Featured Posts
Recent Posts
Archive
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square

პროდუქციის შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 777 999

გამოიწერეთ სიახლეები

© 2023 Herbarium - ჰერბარიუმი

  • Facebook Social Icon
bottom of page