top of page

რა არის აკუპუნქტურა?


აკუპუნქტურა ეს არის ერთ-ერთი უძველესი ჩინური ხალხური მედიცინის მეთოდი - სხეულის გარკვეულ წერტილებში პლატინის, ოქროს ან ვერცხლის ნემსის ჩხვლეტა. დაავადებისა და სინდრომის მიხედვით ნემსის ჩხვლეტის ადგილი და სიღრმე სხვადასხვაგვარია.

თავიანთი მოღვაწეობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში აკუპუნქტურის ჩინელმა მამებმა საჩხვლეტად გამოსადეგი 700-მდე აქტიური წერტილი აღმოაჩინეს.

აკუპუნქტურის სპეციალისტებს თუ დავუჯერებთ, ამ მეთოდს უარყოფითი მხარე პრაქტიკულად არ გააჩნია. მისი საშუალებით ადამიანი სამუდამოდ დაემშვიდობება გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი, საჭმლის მომნელებელი, საშარდე და სხვა სისტემების დაავადებებს. ერთი სიტყვით, არ არსებობს ორგანო, რომლის მორჩენასაც ბიოაქტიურ წერტილებზე ზემოქმედება ვერ ახერხებდეს. თუმცა არც გაფრთხილებას ივიწყებენ: აკუპუნქტურის ჩატარება რეკომენდებული არ არის ორსულებისთვის მუცელზე, ახალშობილებისთვის ყიფლიბანდის არეში, მშიერი, ზომაზე მეტად დანაყრებული, სუსტი და ზედმეტად გადაღლილი ადამიანისთვის.

აკუპუნქტურა სხეულის ბიოლოგიურად აქტიურ წერტილებზე ზემოქმედებას გულისხმობს, ზემოქმედების მეთოდები კი განსხვავებულია: . ჩჟენ-თერაპია ანუ უშუალოდ ნემსით ჩხვლეტა. ეს აკუპუნქტურის ყველაზე პოპულარული სახეობა გახლავთ. მთავარი ხელსაწყო ამ დროს, როგორც ალბათ უკვე მიხვდით, სპეციალური ნემსია. . ელექტროპუნქტურა – ესეც ნემსის ჩხვლეტაა, ოღონდ დენის გატარებით. მეთოდს მასაჟის ეფექტი აქვს. . მოწვა ანუ ცზიუ-თერაპია ბიოლოგიურად აქტიურ წერტილებზე (ბაწ) მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებას ნიშნავს. ამისთვის ე. წ. ბიოსიგარებს იყენებენ, თუმცა უფრო თანამედროვე ვარიანტებიც არსებობს, მაგალითად, ლაზერი. . წერტილოვანი მასაჟი ანუ აკუპრესურა ბიოაქტიურ წერტილებზე თითებით ზემოქმედებას ნიშნავს. . ვაკუუმთერაპია იგივე კოტოშების დასმაა, რომელიც ჩვენშიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა: სპირტით გახურებულ მომრგვალო ქილებს ზურგზე ალაგებდნენ. . სუ-ჯოკ თერაპია ტერფისა და მტევნის ბიოაქტიურ წერტილებზე ზემოქმედებას გულისხმობს – “სუ” ჩინურად მტევანი ყოფილა, ხოლო “ჯოკ” – ტერფი. . შიაცუ მასაჟის ნაირსახეობაა, რომლის დროსაც აკუპრესურა ტარდება არა მარტო თითებით, არამედ საქმეში ხელისგულებიც ერთვება. . ბაუნშეიტიზმი მეტად ორიგინალური მეთოდია, რომლის დროსაც კანქვეშ ერთდროულად ბევრი ნემსი შეჰყავთ, პროცედურის შემდეგ კი გაღიზიანებულ ადგილს სამკურნალო ზეთით ამუშავებენ.

Comments


Featured Posts
Recent Posts
Archive
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square

პროდუქციის შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 777 999

გამოიწერეთ სიახლეები

© 2023 Herbarium - ჰერბარიუმი

  • Facebook Social Icon
bottom of page