ნატუროპათია
![](https://static.wixstatic.com/media/109a1e_a2afaa9766fd40fb89cb58e30fe85c2b.jpg/v1/fill/w_550,h_827,al_c,q_85,enc_avif,quality_auto/109a1e_a2afaa9766fd40fb89cb58e30fe85c2b.jpg)
ნატუროპათია - მეოცე საუკუნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი მოძღვრება. როგორც სახელწოდება მიგვითითებს, იგი მთავარ სიცოცხლისეულ პრინციპად აღიარებს ნატურალური , ანუ ბუნებრივ წესს არსებობისა. სიცოცხლის ბუნებრივი ყაიდა სამ რამეს მოიცავს უმთავრესად კვებას, სხეულის წრთობას და განწყობილებას. დააკვირდით როგორ იქცევა ცხოველი ბუნებრივ გარემოში და თქვენთვის გასაგები გახდება ნატუროპათიის გამჭოლი პრინციპები. ნატუროპათია არ უარყოფს მედიცინას, მაგარმ ამ მოძღვრების პრაქტიკულად მიმდევარს არასოდეს დასჭირდება მედიკოსის მომსახურება(ცხადია ტრავმატოლოგიის გამოკლებით). მედიცინა ებრძვის შედეგებს, ნატუროპათია კი მიზეზს. როგორ ვიცოცხლოთ დიდხანს? როგორ გავიხანგრძლივოთ ახალგაზრდობა? როგორ ავიცილოთ თავიდან ყოველგვარი ავადმყოფობა? როგორ მოვიცილოთ ზედმეტი წონა უმტკივნეულოდ? ამ და სხვა მრავალი კითხვის პასუხს მიიღება არც ისე რთულია. მეოცე საუკუნის ერთ-ერთმა ყველაე პოპულარულმა ამერიკელმა პოლ ბრეიგმა ზედმიწევნით შეისწავლა ადამიანის ორგანიზმი და მივიდა დასკვნამდე, რომ ამ საოცარი ბიოლოგიური მანქანის არსებობის საშუალო ხანგრძლივობა 120 წელია, ბრეგმა მიაკვლია ადამიანთა ადრეული სიკვდილიანობის მიზეზებს და დაოწყო ექსპერიმენტი საკუთარი თავიდან . შედეგები დაუჯერებელი აღმოჩნდა. 90 წლის ბრეგი ყოველდღე დარბოდა ხუთკილომეტრიან დისტანციაზე , ვარჯიშობდა პანტელებით წერდა წიგნებს, დადიოდა ამერიკის ქალაქებში და კითხულობდა ლექციებს. საკმარისია აღინიშნოს ის ფაქტი , რომ ბრეიგი დაიღუპა 96 წლის ასაკში , წყლის თხილამურებზე, სერფინგზე სრიალისას. იგი უზარმაზარმა ტალღამ დაიტანა და ვეღარ გადაარჩინეს. მისი სხეულის გაკვეთისას დაადგინეს , რომ ყველა ორგანო ჯანმრთელი ჰქონდა და კიდევ იმუშავებდა რამოდენიმე ათეულ წელიწადს. "სიცოცხლისაგან ყველაფერი უნდა მივიღოთ" პოლ ბრეიგი
Comments