top of page

მიხაკის ეთერზეთი

  • Writer: Eka Gokadze
    Eka Gokadze
  • Jan 16, 2016
  • 1 min read

მიხაკის ეთერზეთი : ანტისეპტიკური, ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო თვისებებით. არის მატონიზირებელი, სპაზმოლიტური,ანტიდეპრესიული, ანტიტოკსიქური მწერების ნაკბენისას. გამოიყენება პრობლემური და გაღიზიანებული კანის დროს, აქრობს მეჭეჭებს და კოჟრებს, აჩქარებს ჭრილობის, დამწვრობის, სილურჯის გაქრობას, ანელებს კანის დაბერებას. ინფორმაცია მცენარის შესახებ: ხალხური მედიცინა სამკურნალოდ იყენებს მიხაკის ღეროს, ფოთლებსა და ყვავილებს. მცენარეს ივნის-ივლისში აგროვებენ. სახალხო მკურნალები მას ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელ, შარდმდენ და სისხლდენის საწინააღმდეგო თვისებებს მიაწერენ. იყენებენ ფაღარათის, კუჭ-ნაწლავის დაავადებებისა და რევმატიზმის დროს, აღნიშნავენ, რომ ყვავილის ნაყენი ეფექტურია გინეკოლოგიური ანთებითი დაავადებების შემთხვევაში, თუმცა უნდა ითქვას, რომ ოფიციალურ მედიცინას არ გააჩნია მონაცემები მიხაკის სამკურნალო თვისებების შესახებ. მისი ქიმიური შემადგენლობა შესწავლილი არ არის. ცნობილია მხოლოდ ერთი კომპონენტი – საპონინები.

 
 
 

Comments


Featured Posts
Recent Posts
Archive
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square

პროდუქციის შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 777 999

გამოიწერეთ სიახლეები

© 2023 Herbarium - ჰერბარიუმი

  • Facebook Social Icon
bottom of page