top of page

ლავანდის ეთერზეთი


ლავანდის ეთერზეთი არის მაღალი ხარისხის, ნატურალური ეთერზეთი ანტისეპტრიკური, ანთების საწინააღმდეგო საშუალება, ხელს უწყობს რეგენერაციას, ეფექტურია დამწვრობის საწინააღმდეგოდ. გამოიყენება აკნეს გამონაყრის საწინააღმდეგოდ, აგრეთვე თმის ძირების გასამაგრებლად და ქერტლის დროს, არის პედიკულიოზური საშუალება. განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისათვის ჩვეულებრივ ეთერზეთების გამოყენება სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე შესაზელად პირდაპირ არ ხდება, რადგან მათ გააჩნიათ ძალიან მაღალი კონცენტრაცია(100%) ამიტომ საჭიროა მათი განზავება ნებისმიერი სახის მცენარეულ ზეთში (მაგ: ნუშის, ატმის, ქოქოსის ან ვაზელინის კოსმეტიკური ზეთი და ა.შ.) განზავებისთვის 25 მლ ზეთს ემატება რამოდენიმე წვეთი ეთერზეთი (რაც საკმარისია იმისთვის რომ მთლიანად ზეთმა მიიღოს ეთერზეთის სუნი და თვისებები). კონკრეტული დანიშნულებით ხმარებისათვის გამოყენების პირობები მითითებულია თავად ინსტრუქციაში. მცირე ინფორმაცია თავად მცენარეზე: უძველესი დროიდან ლავანდა ითვლება უნივერსალურ სამკურნალო მცენარედ. არაბული მედიცინა მას იყენებდა ამოსახველებლად, სპაზმების მოსახსნელად, ხოლო ევროპაში ჭრილობების შესახორცებლად. ლავანდის ზეთი შეიცავს დაახლოებით 200-მდე ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას, მათ შორის ციტრალს, ბორეოლს, ლინალოოლს და რთულ ეთერებს. ლინალოოლის ძმრის ეთერი – ლანალილაცეტატი – ნერვული სისტემის ნამდვილი ბალზამია. ხსნის აღგზნებულობას, დადებითად მოქმედებს გონებრივ შესაძლებლობებსა და ემოციურ სფეროზე.

Comments


Featured Posts
Recent Posts
Archive
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square

პროდუქციის შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 777 999

გამოიწერეთ სიახლეები

© 2023 Herbarium - ჰერბარიუმი

  • Facebook Social Icon
bottom of page