ევკალიპტის ეთერზეთი
- Eka Gokadze
- Jan 16, 2016
- 1 min read

ევკალიპტის ეთერზეთს:გააჩნია ბაქტერიოციდული, ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური და რეგენერაციული თვისებები ამსუბუქებს ორგანიზის მდგომარეობას გრიპის, ანგინის, ბრონხიტის, ინფექციური დაავადებების დროს, აუმჯობესებს ემოციურ ფონს, შველის სახსრების, კუნთების ტკივილის, ეფექტურია შაკიკის დროს. განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისათვის. ჩვეულებრივ ეთერზეთების გამოყენება სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე შესაზელად პირდაპირ არ ხდება, რადგან მათ გააჩნიათ ძალიან მაღალი კონცენტრაცია(100%) ამიტომ საჭიროა მათი განზავება ნებისმიერი სახის მცენარეულ ზეთში (მაგ: ნუშის, ატმის, ქოქოსის ან ვაზელინის კოსმეტიკური ზეთი და ა.შ.) განზავებისთვის 25 მლ ზეთს ემატება რამოდენიმე წვეთი ეთერზეთი (რაც საკმარისია იმისთვის რომ მთლიანად ზეთმა მიიღოს ეთერზეთის სუნი და თვისებები). კონკრეტული დანიშნულებით ხმარებისათვის გამოყენების პირობები მითითებულია თავად ინსტრუქციაში. მცირე ინფორმაცია თავად მცენარეზე: ევკალიპტს “ტყეთა ალმასს”, “სიცოცხლისა და სასწაულთა ხეს” უწოდებენ. ევკალიპტის ზეთი უხსოვარი დროიდან გამოიყენება ბრონქიტის, პნევმონიის, ცხელებით მიმდინარე ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ. მას წარმატებით იყენებდნენ აგრეთვე ჭრილობებისა და წყლულების მოსაშუშებლად. ევკალიპტის პრეპარატებს კარგი ეფექტი აქვს ქუნთრუშას, დიფტერიის, პარაზიტული დაავადებების მკურნალობისას. დადგენილია, რომ ევკალიპტის ზეთი ნაკლებტოქსიკურია, არ გააჩნია გვერდითი ეფექტები, არ აღიზიანებს თირკმელების ეპითელიუმს. ფარმაცევტული წარმოება უშვებს ევკალიპტის ზეთს, რომელიც ინჰალაციებისთვის გამოიყენება (მისი 10-20 წვეთი უნდა გახსნათ ერთ ჭიქა წყალში). მისი გამოყენების პირდაპირი ჩვენებაა ოსტეომიელიტი (ძვლის ტვინის ანთება), კარბუნკული (კანის შიგნითა ფენისა და კანქვეშა უჯრედისის ჩირქოვანი ანთება), საშვილოსნოს ყელის ეროზიები და წყლულები. ევკალიპრის ზეთი შედის ჭრილობათა შეხორცებისთვის განკუთვნილი მრავალი მალამოს შემადგენლობაში, მისგან მზადდება საწუწნი აბები და ხველის საწინააღმდეგო პრეპარატები, ზოგიერთ ქვეყანაში კი – მწერების საწინააღმდეგო საშუალებები.
Comments