ბერგამოტის ეთერზეთი

ბერგამოტის ეთერზეთი არის მაღალი ხარისხის, ნატურალური ანტისეპტიკური საშუალება, ანთების საწინააღმდეგო, ანტივირუსული და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებით, იგი უხდება ცხიმოვან და კომბინირებულ პრობლემურ კანს, გამოიყენება ქერტლის, სებორეის, ჰერპესის, ეგზემის და დერმატომიკოზის, აგრეთვე ორთო-ლარინგოლოგიური ანთებების, უმადობის, გამოფიტვის, მეტეორიზმის საწინააღმდეგოდ. ჩვეულებრივ ეთერზეთების გამოყენება სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე შესაზელად პირდაპირ არ ხდება, რადგან მათ გააჩნიათ ძალიან მაღალი კონცენტრაცია(100%) ამიტომ საჭიროა მათი განზავება ნებისმიერი სახის მცენარეულ ზეთში (მაგ: ნუშის, ატმის, ქოქოსის ან ვაზელინის კოსმეტიკური ზეთი და ა.შ.) განზავებისთვის 25 მლ ზეთს ემატება რამოდენიმე წვეთი ეთერზეთი,რაც საკმარისია იმისთვის რომ მთლიანად ზეთმა მიიღოს ეთერზეთის სუნი და თვისებები (დოზირება მითითებულია ინსტრუქციაში). კონკრეტული დანიშნულებით ხმარებისათვის გამოყენების პირობები მითითებულია ინსტრუქციაში. მცირე ინფორმაცია თავად მცენარეზე: ბერგამოტი – არც თუ დიდი, მარადმწვანე, ფორთოხლის მსგავსი ხეხილია. ბერგამოტის ზეთს აქვს სასიამოვნო ნორჩი არომატი და მიიჩნევა საუკეთესოდ ეთეროვან ზეთებს შორის, რომლებიც ციტრუსოვანთაგან მიიღება. კოსმეტიკური ზემოქმედება ბერგამოტის ეთერზეთისა განისაზღვრება მისი ბაქტერიოციდული, ანთების საწინააღმდეგო და მატონიზირებელი თვისებებით. სასარგებლოა პრობლემური კანისთვის, ფერიმჭამლების გამონაყრის სამკურნალოდ და სხვა უსიამოვნებისგან. ცხიმიანი და კომბინირებული ტიპის კანს ბერგამოტი ხდის უფრო სუფთას და ნორჩს, ატონიზირებს, ავიწროებს ფორებს, ათანაბრებს პიგმენტირებული მონაკვეთების ტონს. ბერგამოტის ზეთი ხელს უწყობს სიცხესთან ბრძოლას. ამისათვის გამოიყენება ცივი კომპრესები ფეხის წვივების კუნთებზე. ბერგამოტი განსაკუთრებით ეფექტურია ცისტიტების და ურეთრიტის მკურნალობის დროს, რომლის დროსაც ცხელი ჩასაჯდომი აბაზანები ზეთის რამდენიმე წვეთით ხელს უწყობენ ანთების მკურნალობას, სპაზმებისა და ტკივილის მოხსნას. ბერგამოტის ზეთი ასტიმულირებს იმუნიტეტს, ამაღლებს ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ვირუსული ინფექციების მიმართ. ბერგამოტი – შესანიშნავი საშუალებაა ჰერპესის წინააღმდეგ: ჯერ კიდევ უმნიშვნელო შეწითლება უნდა დაიზილოთ სუფთა ეთერზეთით ყოველ 3 საათში ერთხელ (თუმცა გაითვალისწინეთ რომ იგი ციტრუსოვანი მცენრეა და შესაძლოა გამოიწვიოს ალერგია)
Comentários