არომათერაპია - სურნელის ხელოვნება

არომათერაპია - სურნელის ხელოვნება. არომათერაპია უძველესი მეცნიერებაა და დაკავშირებულია ესთეტიკასთან და მედიცინასთან. იგი იძლევა იმის საშუალებას, რომ სურნელის ენერგია გამოვიყენოთ სიმშვიდის, სილამაზის და ჯანმრთელობისათვის. არომათერაპია აუმჯობესებს ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, მატებს ენერგიასა და მხნეობას, არეგულირებს სისხლის ცირკულაციას, დადებითად აისახება ნერვულ სისტემაზე ზოგადად ჯანმრტელობის ხარისხზე. 19 საუკუნიდან არომათერაპია მედიცინაში ქიმიურმა (ხელოვნურმა) ნაერთებმა ჩაანაცვლა და ბუნებრივ ნივთიერებებს გამოუჩნდა სინთეტური და ქიმიური ორეულები, რამაც გარკვეულ შემთხვევებში უარყოფითი ზემოქმედება მოახდინა ადამიანის ორგანიზმზე, რადგან ეთერზეთების შემადგენლობა ადამიანის ხელში იმდენად დახვეწილი ვერ არის, როგორც ბუნებაში მიმდინარე პროცესი.
ერთ არომატში მოქცეულია 500-ზე მეტი კომპონენტი და მათი სინთეზი და შერწყმა ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილი. მე-20 საუკუნის 30-იან წლებში წამყვანმა ევროპულმა კლინიკებმა დაიწყეს ეთერზეთების გამოყენება ტრავმის, ოპერაციის შემდგომი და მწვავე, პათოლოგიური გამოვლინებების წინააღმდეგ პროფილაქტიკისათვის. ჰიპოკრატეს, ავიცენას, ხოფმანისდა სხვათა თეორიებს დაემატა ბუკაბაუერის თეორიაც ორგანიზმში სურნელის ცილოვანი ნივთიერებების გადატანისა და ცვლის შესახებ. 90-იან წლებში არომათერაპიამ მედიცინაში და ფსიქოლოგიური რესურსების შენარჩუნებაში მკვეთრად გამოხატული კომერციული გამოყენება ჰპოვა. მსოფლიოს ბევრ წამყვან ქვეყანაში არის ასობით არომათერაპიული კაბინეტები.
Comments