ნუშის ზეთი ერთერთი საუკეთესო საშუალებაა კანის მოსავლელად. ის გამოირჩევა ცხიმოვანი მჟავების მაღალი შემცველობით, რომელიც კანისთვის ბუნებრივ, დამარბილებელ საშუალებას წარმოადგენს, ქმნის დამცავ ბარიერს, და უნარჩუნებს ტენს. ამის გარდა ნუშის ზეთი საუკეთესო სამკურნალო საშუალებაა აკნეს, ეგზემისა და ფსორიაზის შემთხვევაში.
იხ. დამატებითი ინფორმაცია..
Now Foods ნატურალური ნუშის ზეთი 118 მლ
ნუშის ზეთი თავისი სასარგებლო თვისებების წყალობით, კანის მოვლის ერთერთი საუკეთესო საშუალებაა. ის გამოირჩევა ცხიმოვანი მჟავების მაღალი შემცველობით, რომელიც კანისთვის ბუნებრივ, დამარბილებელ საშუალებას წარმოადგენს, ქმნის დამცავ ბარიერს, და უნარჩუნებს ტენს. ამის გარდა ნუშის ზეთი საუკეთესო სამკურნალო საშუალებაა აკნეს, ეგზემისა და ფსორიაზის შემთხვევაში.
მაკიაჟის მოსაშორებელი საშუალება
ნუშის ზეთი, რომელიც არბილებს კანს და მას ელასტიურს ხდის, შეიძლება მაკიაჟის მოსაშორებლადაც გამოიყენოთ. ბამბაზე დაასხით მცირე რაოდენობის ზეთი და სახიდან კოსმეტიკა მოიშორეთ. შემდეგ ჩამოიბანეთ და სახე კარგად გაიმშრალეთ.
სკრაბი
სკრაბის დასამზადებლად ერთ სუფრის კოვზ შაქარს დაუმატეთ ერთი ჩაის კოვზი ნუშის ზეთი. კანზე დაიტანეთ წრიული მოძრაობებით, (მოუფრთხილდით თვალებს), შემდეგ კი გაიწმინდეთ. სახე ჩამოიბანეთ თბილი წყლით და გაიმშრალეთ პირსახოცით.
თვალის კრემი
ნუშის ზეთი შეიცავს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს, Е ვიტამინს, რომელიც ებრძვის დაბერებას. ნუშის ზეთი ამცირებს ნაოჭების გაჩენას, ასევე საუკეთესო საშუალებაა შესიებული ქუთუთოებისა და თვალის ირგვლივ გაჩენილი შავი წრეების წინააღმდეგ. ძილის წინ ნუშის ზეთის რამდენიმე წვეთი ფრთხილად შეიზილეთ თვალის ირგვლივ.
კანის გაუხეშებული უბნების დამარბილებელი საშუალება
ნუშის ზეთი შესანიშნავად ატენიანებს და არბილებს უხეშ და მშრალ კანს. დაიტანეთ ნუშის ზეთის რამდენიმე წევთი სუფთა კანზე და რბილად შეიზილეთ.
აკნეს სამკურნალო საშუალება
ნუშის ზეთის ცხიმოვანი მჟავები არეგულირებს კანის ცხიმის გამომუშავებას, რომლის ჭარბი რაოდენობაც იწვევს აკნეს. აკნეს სამკურნალოდ მცირე რაოდენობით ნუშის ზეთი დაისხით ხელისგულზე, წრიული მოძრაობებით დაიტანეთ კანზე და მთელი ღამით დაიტოვეთ.
ღარებისა და სტრიების წინააღმდეგ
ნუშის ზეთი ჭიმავს კანს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ის ღარებისა და სტრიების წინააღმდეგ საუკეთესო საშუალებაა.
ნუშის ზეთის რამდენიმე წვეთი დაიწვეთეთ კანზე და წრიული მოძრაობებით რამდნიმე წუთის განმავლობაში შეიზილეთ. უმჯობესია ეს აბაზანის მიღების შემდეგ გაიკეთოთ. უკეთესი შედეგის მისაღებად აღნიშნული პროცედურა დღეში 2-ჯერ გაიკეთეთ.
www.herbalmedicine.ge
ექსკლუზიური , ხელნაკეთი, ეკოლოგიურად სუფთა შეფუთვით. შეკვეთის შემთხვევაში ჩვენი კურიერი ორი დღის მანძილზე თბილისის მასშტაბით მოგართმევთ უფასოდ!ვაგზავნით რაიონებშიც,
დაგვიკავშირდით ნომერზე 591 44 90 83პროდუქციის შეძენის შემთხვევაში, ჩვენი კურიერი უფასოდ მოგართმევთ თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე 2 დღის მანძილზე.
პროდუქტის შესაძენად დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე:
551 777 999.
ან მოგვწერეთ ფეისბუქის გვერდზე: https://www.facebook.com/HerbalMedicineGeorgia